“ლელო საქართველოსთვის” ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად ანა ნაცვლიშვილი ოფიციალურად წარადგინა. შეხვედრა ქუთაისში თეთრ ხიდზე გაიმართა.
“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ქუთასიში მაჟორიტარობის კანდიდატის პროფესიონალიზს:
“ანა იქნება წარჩინებული, განთლებული და პროფესიონალი წარმოამდგენელი პარლამენტში. მას შეუძლია საერთაშორისო მასშტაბით დაცვას საქართველოს ინტერესი ნებისმერ ქვეყნაში. ის არის არაჩვეულები დედა და მეუღლე. ანა ნაცვლიშვილი თქვენი ხმა იქნება, მისი კარები არ იქნება არასდროს დაკეტილი და ის იბრძოლებს თქვენი უფლებებისთვის და უკეთესი საქართველოსთვის.” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ანა ნაცშვლიშვილმა ქუთაისის განვითარების 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა, მან “ლელოს” შანსები შეაფასა და აღნიშნა რომ, მოსახლეობა სიახლეს ითხოვს, რაც შეეხება მერობის კანდიდატს ის უახლოს მომავალში გახდება ცნობილი.