ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საელჩოში შევიდა.
“ამ ეტაპზე საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”,- აცხადებენ უწყებაში.
მედიის ინფორმაციით, ირანმა დაახლოებით 500 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით