ისრაელის დაზვერვის ვარაუდით, ირანი ისრაელს თავს უახლოეს დღეებში დაესხმება. საპასუხოდ, ცახალის სპიკერი აცხადებს, რომ, ირანისა და “ჰესბოლას” შესაძლო თავდასხმის ფონზე, ისრაელი მზადყოფნაშია.
“ჰამასის” სამხედრო ფრთაში აცხადებენ, რომ ერთი ისრაელელი მძევალი მოკლეს, ორი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
“ჰამასის” სამხედრო ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა, რომ ისრაელელი მამაკაცი მისმა მცველმა მოკლა, ხოლო ორი ქალი მძიმედ დაშავდა ღაზაში მომხდარი ორი ინციდენტის დროს.
პარალელურად, ისრაელის თავდასხმას, ღაზის აღმოსავლეთით, 10 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.