”ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და აქვთ უფლება, გამოხატონ თავის პროტესტი” – ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიმდინარე აქციებს და მასში მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მონაწილეობას გამოეხმაურა.
“მერიის თანამშრომლები მისული იყვნენ არასამუშაო საათებში, რაც შეეხება საკრებულოს წევრებს, ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და აქვთ უფლება, გამოხატონ თავის პროტესტი. ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება, სიტყვის თავისუფლებიდან გამომდინარე, გამოხატოს პროტესტი იმის შესახებ, რაც ხდება”, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმებში მერიის და ა(ა)იპების თანამშრომლები მონაწილეობენ.