ირანის მთავრობა, ვირუსის გავრცელების საფრთხეს თავდაპირველად სერიოზულად არ მოეკიდა. ისინი აცხადებდნენ, რომ კარანტინის ზომების მიღება საჭირო არ იყო. სიტუაცია მალე დამძიმდა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც ქალაქ კომში ჩასული ვიზიტორები ეხებოდნენ და კოცნიდნენ სალოცავებს. კომში ვირუსის 750 შემთვევა დაფიქსირდა. თუმცა, ოფიციალური მონაცემები გარდაცვლილების შესახებ არ ვრცელდება.
Washington Post ვიდეოს ავრცელებს სადაც ჩანს, თუ როგორ აშენებენ ირანში მასიურ სასაფლაოებს და როგორ კრძალავენ კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს. ვიდეოში ჩანს მარტის დასაწყიში გავრცელებული კადრები, რომელშიც გვამებით გადავსებული მორგია ნაჩვენები.