LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ირაკლი შენგელია რიონისპირა სახლების რებილიტაციის პროექტის შესახებ

დაპოსტა 2025/03/17-ში
334
ნახვა
გაზიარება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას საკითხს ეხმაურება. შენგელიას განმარტებით  პროექტის დაგვიანების მიზეზი  დროში გაწელილი სამართლებრივი დავა და სხვა რიგი მიზეზების შედეგია:
“აღნიშნული პოსტის შინაარსი იმ მოქალაქეების პასუხია, რომელიც სიუჟეტში ასახავს მათ სირთულეს.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეებზე და მათ საჭიროებებზე არის აგებული ნებისმიერი ის ინიციატივა, პროექტი რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს.
რიონისპირა სახლების პროექტირებაზე მგფ-მა შესაბამისი კანონმდებლობით ტენდერი გამოაცხადა. პროექტირების პროცესშივე წარმოიშვა სამართლებრივი დავა, რაც წლების განმავლობაში სასამართლო განხილვის საგანია. შესაბამისად ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხს შეექმნა სამართლებრივი წინააღმდეგობა, ასევე ეს პროექტი თავისი შინაარსით არის მასშტაბური და ბევრ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის- კერძო საკუთრების საუკეთესო ინტერესების დაცვას, მათი ფინანასურ უზრუნველყოფას, შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, ასევე მისასვლელი გზის საკითხი, პარკირება და ა.შ.
კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური თუ მედია ჯგუფი კარგად რომ ხედავდეს, იმ ფაქტს, რომ რიონისპირა სახლების უშუალო ურბანული ნაწილის იმ სივრცეებთან ერთად რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში არის შეუძლებელი. ყველა ხედავს, თუ რა მასშტაბის სამუშაოები განცხორციელდა და ხორციელდება ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ეს პროცესი არის შეუქცევადი ხასიათის და მოიცავს სრულად ქალაქის ისტორიულ ნაწილს:
– კულტურული მემკივდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, 2023-2024 წლებში სრულიად განახლდა ქალაქის ცენტრი, ხორციელდება ვარლამიშვილის, ჯაჭვის ხიდისა და მწვანე ბაზრის მიმდებარე ქალაქის ისტორიული ნაწილის სრულფასოვანი რეაბილიტაცია. აქტიური პროექტირების ფაზაშია რიონის სანაპირო ზოლისა და ბოტანიკურ ბაღთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტირების პროცესი. ამავდროულად იგივე მოხდება და სრულად რეაბილიტირებული იქნება გაპონოვის ქუჩა და მიმდებარე ისტორიული ინფრასტრუქტურა.
აქტიური განახლების პროცესშია და სულ მალე, მიმდინარე წლის, 2 მაისს ვიხილავთ ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური ბულვარის განახლებულ ინფრასტრუქტურას. ამ მასშტაბის და ამხელა ფინანსური რესურსის მობილიზება უშუალოდ დაკავშირებულია მთავრობის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის უშუალო მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ.
ამ პროექტებს, ჩვენი ქალაქისთვის აქვს ე.წ შემდგომი განვითარების, მათ შორის კარგად ჩამოყალიბებული ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის დასაბუთება. ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია ოპერის თეატრის რეაბილიტაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ გამორჩეული და ბევრად განსხვავებული იქნება თავისი ახალი ტექნიკური თუ პროფილური სახელოვნებო ატრიბუტით.
აქვე მედიის მხრიდან სხვადასხვა საკითხების ინსპირაციის და შემდგომი სიუჟეტური ფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია რაღაც დოზით მაინც იყოს ჩართული მხარე, თუნდაც საკითხის საპასუხოდ.” წერს შენგელია.
უნდა აღვნიშნოთ რომ მეგა ტვ-მა წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია მუნიციპალური განავითარების ფონდიდან  თუ რა ეტაპზე იყო რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი. რაზეც პასუხად მივიღეთ:

“რაც შეეხება იმ საკითხს, იგეგმება თუ არა ფონდის მიერ ქ. ქუთაისში რიონისპირა სახლების და
ასევე დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერიის სარეაბილიტაციო
პროექტების განხორციელება, გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის დამტკიცებულ ფონდის პროექტებში არ არის გათვალისწინებული მათი განხორციელება. ქ. ქუთაისში რიონისპირა სახლების პროექტთან
დაკავშირებით მხარეთა შორის სასამართლოში წარმოებული დავა დასრულებულია.”

პროექტების  განხორციელების დაპირება 2018 წლის ნოემბერში გაიცა. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალური განავითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია:

თეგები: რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია
გაზიარება134

დაკავშირებული -პოსტები

“ლეიკემია დაამარცხა და ახლა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” – რას ჰყვებიან ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე

თებერვალი 8, 2026
75
მთავარი

ბა­თუმ­ში, ბო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ბა­ზარ­თან 16 წლის ბიჭი ალექ­სან­დრე მა­მა­ლა­ძე და­ი­ღუ­პა. ტრა­გე­დია 6 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ დატ­რი­ალ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი ხიდ­ზე თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და ფო­ტო­ებს იღებ­და, რო­დე­საც ხი­დის ქვეშ სატ­ვირ­თო...

დაწვრილებითDetails

“უკრძალავდა ხალხთან კონტაქტს და ფარულად უთვალთვალებდა” – პროკურატურა უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს

თებერვალი 8, 2026
79
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რა გარ­და­ბან­ში მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე მარი გა­ხო­კი­ძეს ქმა­რი უზღუ­დავ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, უკ­რძა­ლავ­და ხალ­თან კონ­ტაქტს და ფა­რუ­ლად უთ­ვალ­თვა­ლებ­და....

დაწვრილებითDetails

ძლიერი ნალექი, ქარბუქი და ნისლი – გარემოს ეროვნული სააგენტო

თებერვალი 8, 2026
229
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თებერვალი 8, 2026
34
მთავარი

ზუგდიდში, ბაშაურის ქუჩაზე, დევნილების ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, უფუნქციო იყო. ამ დროისთვის, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თებერვალი 8, 2026
93
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 8, 2026
66
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რამდენად იყიდით 1 გრამს

თებერვალი 8, 2026
191
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 966 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 189 დოლარით მატებაზე მიუთითებს. kitco-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

თებერვალი 8, 2026
7
მთავარი

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
38
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
21
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».