“საიდან მოიტანეს, მოსახლეობასთან ბაზარში შევიდნენ და ეს ინციდენტი მოხდა შემთხვევით. მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე. მე ვიცნობ [თავდამსხმელებს] და მიყვარს ეს ხალხი. არ ვიცი რა ბუკლეტი ჰქონდათ. თურმე ბუკლეტზე წერია, რომ ნოდარ დუმბაძის პარკს ვამახინჯებთ. ნოდარ დუმბაძის პარკს ვაკეთებთ და ვალამაზებთ მთელი ჩვენი ცხოვრებაა.
საკრებულოში შემოიტანეს წინადადება, საკრებულომ განიხილა და გადასცა მერიას. მერია ამას განიხილავს ადგილობრივ ხალხთან, მოსახლეობასთან და თუ მათ აწყობთ, თავიანთ რაიონში, სკვერში, მაკდონალდსს გააკეთებენ, სკვერს გააკეთებენ თუ კაფეს ჩადგამენ, მთავარია, სკვერი არ დამახინჯდეს და ყველაფერი გალამაზდეს. ეს არის ჩემი მიდგომა ამ საკითხთან” | განაცხადა “ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ .