ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 419 534 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 382 393 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი განიკურნა 1 147 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 5 820 მოქალაქე ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 41 965, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 659, PCR ტესტით – 17 306.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7.62%, ბოლო 14 დღის – 6.78%, ბოლო 7 დღის – 7.35%