ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტი პრანაბ მუხერჯი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუხერჯიმ რამდენიმე კვირა საავადმყოფოში გაატარა. მედიის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
დელის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, პაციენტს სეპტიკური შოკი დაემართა, მას შემდეგ, რაც ფილტვებში ინფექცია განუვითარდა.
პრანაბ მუხერჯი ინდოეთის პრეზიდენტი 2012-2017 წლებში იყო. მანამდე ეკავა თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობები