ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოა წარმოდგენილი. გამოფენაში 300 ქვეყანა მონაწილეობს.
Weinmesee Berlin-ზე წარმოდგენილია მეღვინეობა “მახარე”, “საზანოს ღვინო”, “ბაიას ღვინო”, “ზაალ ლილუშვილის მარანი”, მეღვინეობა “ფერსვი”, “თეიმურაზ ჭრელაშვილის ღვინო” “ბესიქ წიქრიძე ნინოს მარანი” და ” გაიოზ სოფრომაძის ღვინო”.
იმერელი მეღვინეების მონაწილეობა გამოფენაში DMO Imereti- ს ორგანიზებით შედგა.
DMO Imereti-ის ორგანიზებით ღვინის კომპანიები იმერეთის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებში მონაწილეობენ.