იმერეთში 22 ახალი შემთხვევიდან 11-ის პირველწყარო ამ ეტაპზე უცნობია – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულთა პირველწყაროები დღის განმავლიბაში გახდება ცნობილი.
”1 303 ანალიზი გაკეთდა, დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 22. აქედან ნახევარი შემთხვევები უკავშირდება ოქროს ბირჟასა და მაღაზიას, ნახევარი კი არის ახალი შემთხვევა, რომლის პირველწყაროც დღეს გვეცოდინება.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით იმერეთის კოვიდკლინიკებში დაახლოებით 300 ადამიანი გადის მკურნალობას,აქედან 160 ადამიანი არის იმერეთიდან. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა უსიმპტონო მაციებტები აქტიურად გადაჰყავთ კოვიდსასტუმროში, სადაც დაახლოებით 24 ნომრამდე უკვე დაკავებულია.