ბოლო 24 საათში 1 137 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 164 გამოვილნდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 711 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 182, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 32 – იმერეთში, საკარანტინე სივრცეებში კი 9 მოქალაქეა მოთავსებული/
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 2 244 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 ადამინი.