ქუთაისის ცხელების ცენტრში 22 პაციენტის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 26 პაციენტი შევიდა და ანალიზს ყველას აუღებენ.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძემ ინფორმაციით ქუთაისის ლაბორატორიაში იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 115 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
ჩატარებულ კვლევებს შორის 27 მედპერსონალია.
ამ დროისთვის, იმერეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 327 მოქალაქე იმყოფება.