დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 648 იმერეთში დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში ინფიცირების მიმდინარე აქტიური იმერეთში-1 219 ადამიანი გადის მკურნალობას, მათვშორის მძიმე პაციენტია 226, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროში, 278 პირი იმყოფება, საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 35.
ამ ეტაპისთვის იმერეთში, თვითიზოლაციაში იმყოფება 4 816“ ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 102 270-მდე.სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 161 გარდაცვალების შემთხვევა.