ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 537 დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა, თუმცა ბრიფინგზე გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არ დასახელებულა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 201 ადამიანია მოთავსებული. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 41.
რეგიონის კოვიდ-სასტუმროში 316 ადამიანია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეებში კი 26 პირი იმყოფება.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 280 ადამიანი.