ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 5 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 704 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 192, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 37,ცსაკარანტინე სივრცეებში კი 9 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 2 488 მოქალაქე იმყოფება.
სამწუხაროდ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 ადამიანი.