ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 489 გამოცვლინდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმ,ყოფოებში 1 379 ადამიანი გადის მკურნლობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 246, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62.
რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 135 ადამიანია მოთავსებული, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 7.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 6 268 პირი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 001 პირი.