ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 234 დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 768 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 189, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 27, საკარანტინე სივრცეებში კი 7 ადამიანია მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 2 349 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 ადამიანი.