ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 147 დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოში 1 419 ადამიანი იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 239, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 52. რეგიონში, კლინიკურ-სასტუმროებში 288 პირი იმყოფება, საკარანტინე სივრცეებში კი 15.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაშია 6 319 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე.