იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ იმერეთოს გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით ყველა მათგანი უკავშირდება უკვე არსებულ კლასტერებს, როგორიცაა ოქროს ბირჟა და მაღაზია ერთ-ერთ სავაჭრო ცეტრში:
”იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 324 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 14-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა უკავშირდება უკვე არსებულ კლასტერებს. ნაწილი იყო კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში. რამდენიმე ახალი შემთხვევაა, რომელზედაც დღეს დავიწყებთ ეპიდკვლევას. რაც შეეხება მაღაზიას, აქ ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი და მისი კონტაქტები საკმაოდ დიდი იყო. წუხანდელი მონაცემების მიხევით 280-მდე პაციენტი გვყავს იმერეთის კლინილებში, აქედან თოთქმის ნახევარი იმერეთედინაა” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.