ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 108 დაფიქსირდა – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 454 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 120, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 14. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 19 მოქალაქეა მოთავსებული. ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 355 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 ადამიანი.