ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 397 დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იემრეთის საავადმყოფოებში 1 362 ადამიანი იყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 251, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 52.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროებში 422 პირია მოთავსებული, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 28.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 509 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 137 499-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 540 გარდაცვალების შემთხვევა.