დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა იმერეთში 609 გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 8 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 194 ადამიანი გადის მკურნალობას. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 37. კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 332.
იმერეთის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 26 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 226 პირი.