ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 279 დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 257 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 226, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 112, საკარანტინე სივრცეებში კი 13 პირია მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 168 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში 43 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი.