დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 212 დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავდმყოფოებში 1 239 პირი გადის მკურნაობას, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 41. კოვიდ-სასტუმროში 262 ადამიანია მოთავსებული, საკარანტინე სივრცეებში კი 33.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 243 პირია მოთავსებული.
ბოლო 24 საათში საქართვერთველოში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, გარდაიცვალა 39.