მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის GRETA ფარგლებში ევროკავშირი, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს სამთო ტურიზმის მხარდასაჭერად. კონკურსი ცხადდება მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებისთვის.
ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ყველა დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.
კონკურსის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ