იმერეთის მოსახლეობა ბოლო 9 წელში 88 ათასით, ბოლო ერთ წელში კი 20 803-ით შემცირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით რეგიონში ყველაზე მეტად ქალაქ ქუთაისის მოსახლეობაა შემცირებული.
საქსტატის მონაცემების თანახმად მოსახლეობის რაოდენობა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში შემცირებულია, როგორც ბოლო 9 წელში, ისე ერთ წლის განმავლობაში.
“მეგა ტვ” გთავაზობთ იმერეთის თერთმეტი მუნისიპალიტეტის მონაცემებს საქსტატზე დაყრდნობით.
წყატუბოს მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირებულია 16 622 ადამიანით, ბოლო ერთ წელში კი 4 171 ადამიანით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირებულია 8 872 ადამიანით, ბოლო ერთ წელში 2 167 ადამიანით.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირებულია 6 571 ადამიანით, ბოლო ერთ წელში 1 551 ადამიანით.
ვანის მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირდა 5 449 ადამიანით, ბოლო ერთ წელში 1 172 ადამიანით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირდა 5 392 ადამიანით, ბოლო ერთ წელში 1 375 ადამიანით.
საჩხერის მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირდა 4 990 ადამიანით, ბოლო ერთ წელში 1 093 ადამიანით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – მოსახელობა ბოლო 9 წელში შემცირდა 4 692 ადამიანით, ბოლო ერთ წელში 1 230 ადამიანით.
ხონის მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირდა 4 292 ადამიანით, ბოლო ერთ წელში 978 ადამიანით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირდა 3 340 ადამაიანით, ბოლო ერთ წელში 626 ადამიანით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – მოსახლეობა ბოლო 9 წელში შემცირდა 1 636 ადამიანით, ბოლო ეთ წელში კი 281 ადამიანით.