ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება, აღნიშნა, რომ ევროკავშირი დარჩება სანდო და ძლიერ პარტნიორად საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის.
მისივე თქმით, ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები რეფორმების განხორციელების კუთხით, სწორედ თავისივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
“დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და მათ საკეთილდღეოდ,”-განაცხადა შარლ მიშელმა.