LIVE TV
სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება ჩვენს პოზიციას-საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2021/07/06-ში
63
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საპატრიარქო თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს”.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“რუსთაველის გამზირზე დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა დიდი ნაწილის მიერ, რომელშიც ისინი გმობენ ძალადობას და ჩვენგანაც ითხოვენ რეაგირებას.

საქართველოს საპატრიარქო, რა თქმა უნდა, დიდად წუხს, რომ დაშავდნენ ადამიანები, ყველაზე მეტად კი, – ჟურნალისტები. ეს ფრიად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან.

მშვიდობისაკენ მომწოდებელი განცხადებები ჩვენ ადრეც და დღესაც გავავრცელეთ და მიგვაჩნია, რომ ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ.

არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რუსთაველზე მყოფთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავლენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

თუმცა გვინდა ვთქვათ შემდეგიც: 5 ივლისს დაგეგმილი “პრაიდი” იყო არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რაც თავისთავად აუცილებლად გამოიწვევდა მკვეთრ რეაგირებას.

ამის შესახებ ვაფრთხილებდით საელჩოებს და ვთხოვდით, თავი შეეკავებინათ აქციის მხარდაჭერისაგან, რათა ქვეყნისთვის აეცილებინათ მოსალოდნელი შფოთი და დაპირისპირება.

სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე ხალხის აზრი უგულებელყოფილ იქნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ვკითხულობთ:

,,1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად…

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად… “

ამიტომაც ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს, რომელთაც, ქვეყანაში არსებული რეალობის გაუთვალისწინებლად, ჯერ დაგეგმეს და შემდგომ უარი არ თქვეს ამ ღონისძიებაზე, რითაც დისკრედიტაციის დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს დასავლური ღირებულებები.

ქვეყანამ ბოლო ათწლეულების მანძილზე მრავალ განსაცდელს გაუძლო; გადაიტანა სამოქალაქო ომი, უკიდურესი გაჭირვება, პოლიტიკური დაპირისპირებები…, მაგრამ ვერ შეეგუება ზნეობრივ გადაგვარებას.

დიდია მცდელობაც იმისა, რომ ეკლესია დაადანაშაულონ პრობლემათა ესკალაციაში, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ჩვენი მიზანი შეძლებისდაგვარად ღვთისა და ხალხის მსახურებაა.

ამ გზას, უფლის შეწევნით, არ ვუღალატებთ და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება ჩვენს პოზიციას.

ჩვენთან არს ღმერთი!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
106
მთავარი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 10...

დაწვრილებითDetails

ბაზრის სიახლოვეს, რამდენიმე ოჯახის ჯიხური დაიწვა

ნოემბერი 11, 2025
21
მთავარი

ჩხოროწყუში, ბაზრის სიახლოვეს, რამდენიმე ოჯახის ჯიხური დაიწვა. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. „მთელი ქონება დაეწვათ და მძიმე მდგომარეობა შეექმნა რამდენიმე ოჯახს“,-წერენ კომენტარში სადაც ხანძრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ნოემბერი 11, 2025
14
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალის მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. ხმაური იყო სასამართლოსთან. კერძოდ, მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი იყო. მზია ამაღლობელის კოლეგებსა და გულშემატკივრებს ეზოში შესვლის და სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა – ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
214
მთავარი

ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს. „ყველაზე კეთილი, თბილი, უბოროტო და მოუსვენარი ბიჭი დაკარგა ჩვენმა სკოლამ. რა რთულია ამ დროს, სათანადო სიტყვებს მოუყარო თავი და როგორი მძიმეა რეალობისთვის თვალის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 11, 2025
17
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
58
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

“ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა” – ყვარლის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
65
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გივი ზაუტაშვილს, მის ძმას ნიკა ზაუტაშვილსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ლევან გელაძეს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა

ნოემბერი 11, 2025
28
მთავარი

კინორეჟისორი, ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ტელევიზიისა და კინემატოგრაფიისთვის. ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა...

დაწვრილებითDetails

გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მუნი დაფიქსირდა

ნოემბერი 11, 2025
4
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუნის ორი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს გაუჩნდა. მოზარდები ერთი ოჯახის წევრები არიან. ექიმ-ეპიდემიოლოგ ნონა ჯადუგიშვილის განმარტებით, სკოლებში საუბრები და დეზინფექცია უკვე  ჩატარებულია, მოსწავლეები კი...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო

ნოემბერი 11, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».