“ილო, როგორ მომიკალი გული, ჩემო მონატრებულო” – საბერძნეთში ტრაგიკულად დაღუპული ქართველის ოჯახს ახლობლები უსამძიმრებენ.
ავარიის შედეგად ქართველი მამაკაცი საბერძნეთში გუშინ დაიღუპა. 33 წლის ილო გორგიშელი საბერძნეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა. როგორც ცნობილია ილო გორგიშელის დედაც ემიგრაციაში ცხოვრობს.
საზარელი ავარია საბერძნეთში სიგრუს გამზირზე გუშინ მოხდა.
ერთმანეთს მოტოციკლი და ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა მოტოციკლის ქართველი მძღოლი ილო გორგიშელი.
როგორ ხატავდა შვილი ოჯახს, სანამ მამა საბერძნეთში, ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდა (+ფოტო)