SpaceX-ის დამფუძნებელმა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სასაუბროდ მიიწვია.
ინფორმაციას მასკის ტვიტიდან ვიგებთ, რომელშიაც ის პუტინს საუბარს სოციალურ ქსელ Clubhouse-ის საშუალებით სთავაზობს.
ცოტა ხნის წინ დატვიტა ლექს ფრიდმანმაც – “ვლადიმერ პუტინი, ილონ მასკი და მე, როგორც მოდერატორი და თარჯიმანი – კარგი საუბარი იქნება”.
კრემლის პასუხი შეთავაზებაზე, ჯერჯერობით, უცნობია.










