ყაზბეგში, მწვერვალ “დედაენაზე” გარდაცვლილი ბიზნესმენის, ილია კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან ჩამოასვენეს. ის მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
ლევან მუშკუდიანის ინფორმაციით, კოკაიას ფეხი დაუცურდა, წაიქცა და თავი ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
სამაშველო სამსახურში უბედური შემთხვევის შესახებ სწორედ ბიზნესმენის მეგობარმა დარეკა.
ილია კოკაია ფლობდა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს”, ფერო-შენადნობთა ქარხნის წილს და სასტუმროების ქსელს გუდაურში.