დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქორწილებისა და ქელეხების ჩატარების აკრძალვაზე აღსრულების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
5 ადამიანზე მეტის შეკრებისას პირბადის გამოყენების აუცილებლობა კი ისევ ძალაშია და მთავარ რეკომენდაციად რჩება.
27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით – 3 666 ადამიანი დიანფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 17 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 335 პაციენტი.