არაერთი შეფასება შეიძლება გამოვიყენოთ იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრემლის ზეგავლენით საქართველოში დაამკვიდრა და ეს არის ცალსახად ანტოდემოკრატიული სისტემა და განვმარტავ კითხვები რომ არ გავაჩინო.
როცა არ არის ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამშობლოში, არ არსებობს მართლმსაჯულების თავისუფალი სისტემა ანუ სასამართლო, და არ არსებობს არჩევნები, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა აღარ არის დემოკრატიული, ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია, უფრო მეტი, ჩვენ გვაქვს რაღაც გაურკვეველი რეჟიმი , რომელიც პირდაპირ მსახურებაშია ოლიგარქიის შედეგად დამკვიდრებულ დიქტატორთან.
ნიკა გვარამიას საქმე არის ცალსახად ნაკარნახევი პოლიტიკურად და ის არის არა მხოლოდ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, ის არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ივნისამდე ჩვენ უნდა ველოდოთ ცუდ სიურპრიზებს რომ საქართველომ ვერ შეძლოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.