საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრძოლის გარდა, გამარჯვებისთვის სხვა გამოსავალი არ არის.
“საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით სრულიად მოგონილი მიზეზით, ბრუტალურად, დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი.
მე მინდა გვესმოდეს, რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული “ნაციონალურ მოძრაობაზე” და რატომ ებრძვის ყველაზე მეტად ამ პარტიას, რომ გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს.
ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელშიც ის შეყვანა ივანიშვილმა. ეს არის ის ძალა, რომელმაც შეძლო წარმატებული გამოცდილების შექმნა და რომელმაც შეძლო ბრძოლის გაგრძელება მიუხედავად მადენი წლის რეპრესიებისა.
ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწორარკვეთის მძიმე ხვედრისგან.
ისინი ამას გააგრძელებენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.