იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა – ამის შესახებ დაკარგული ილია ფილფანის მამა დავით ფილფანი საუბრობს.
მამის თქმით, ოჯახში მათ ცხოვრებისეული კონფლიქტებიც ჰქონდათ.
„დარწმუნებული ვარ, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა, რამდენიმე კვირით ადრე, აგროვებდა ფულს და იყო დეტალები რაც ამას მაფიქრებინებს. ჩვენ კორონავირუსის გამო მოგვიწია აქ დარჩენა, გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს მეგობრები და ვერ საუბრობდა ქართულად, არ ჰყოფნიდა ზრუნვა. გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები.
წინა დღეს რაღაცაზე ვიკამათეთ. ვიყავი ერთ ადგილას სადაც ველოსიპედის კვალი იყო და ხიდზე იყო გადასული როგორც ჩანს. ვფიქრობ, რომ ყველგან შეიძლება იყოს, ზღვაზეც, აქაც და დარწმუნებული ვართ ვიპოვით.
მინდა ვთქვა ერთი რამ, პოლიცია აქტიურად მუშაობს და ვთხოვ ნუ მომაცდენენ ხშირად და დაკითხვაზე ნუ მიძახებენ, რადგან ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული“, – აცხადებს „ფორმულასთან“ დაკარგულ ილია ფილფანის მამა.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში დაკარგულ მოზარდს უკვე მე-7 დღეა ეძებენ.