ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თანამდებობის დატოვებას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს შინზო აბე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც, სავარაუდოდ, გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
პრემიერ-მინისტრის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მანამდეც გავრცელდა. ბოლო პერიოდში შინზო აბე საავადმყოფოს ორჯერ სტუმრობდა და ერთ-ერთი ვიზიტი, დაახლოებით, შვიდსაათნახევარს გაგრძელდა, თუმცა იაპონიის მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობდა.
ცნობისათვის, უკვე 8 წელია რაც 65 წლის შინზო აბეს პრემიერ-მინისტრის პოსტი უკავია.