აპონიის მმართველი „ლიბერალ დემოკრატიული პარტია“ 14 სექტემბერს კენჭისყრას გამართავს და შინზო აბეს მემკვიდრეს – პარტიის ახალ ლიდერს აირჩევს,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პარტიის ახალი ლიდერი პრემიერ-მინისტრიც გახდება, რადგან პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს.
პრემიერ-მინისტრობისთვის ოთხი შესაძლო კანდიდატი იბრძვის. მედიის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საზოგადოებაში ყველაზე დიდი პოპულარობით თავდაცვის ყოფილი მინისტრი შიგერუ იშიბა სარგებლობს. თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარი მდივანი იოშიჰიდე სუგა, რომელიც მმართველი პარტიის რამდენიმე ფრაქციის მხარდაჭერით სარგებლობს.
შესაძლო კანდიდატები არიან თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ტარო კონო და იაპონიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ფუმიო კიშიდა.
შეგახსენებთ, შინზო აბემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების გამო, საკუთარი სურვილით, რამდენიმე დღის წინ დატოვა.