LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“თუ უკან მოიხედავთ, დაინახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა“ – National Geographic (+ფოტო)

დაპოსტა 2019/10/22-ში
365
ნახვა
გაზიარება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს. „ საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს “-ამ სიტყვებით იწყება რიგით მე-4 სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ.

ტურზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, ეს არის ქვეყანა მდიდარი კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით. აარონ ჰუი სტატიას სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყებს. ჟურნალისტი სვანეთის უძველეს სოფლებს, შუასაუკუნოვან კოშკებს, ველურ ბუნებასა და სვანურ სამზარეულოს აღწერს.

სვანეთის შემდეგ კი National Geographic-ის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ მოუთხრობს. „კავკასიონის მწვერვალებიდან შეგიძლიათ მარტვილის კანიონი იპოვოთ, აქ ნავით მწვანე ფერის წყალში კლდოვან ნაპირებს შორის გაისეირნებთ, ეს ადგილი დაკიდულ ბაღებს ჰგავს. აქ ჩანჩქერები ლურჯ და მწვანე ფერებად ჩამოედინება. სტატიაში National Geographic-ის ჟურნალისტი საქართველოს გურიასაც აღწერს. ჟურნალისტი მკითხველს ჩოხატაურსა და ბახმაროში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს. National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, ქვევრს, 8 ათასწლოვან ისტორიას, მომზადების წესებს.

სტატიის ბოლოს აარონ ჰუი საქართველოს დედაქალაქს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, თბილისი ყოველთვის იყო კულტურის ცენტრი, ეს ქალაქი გამორჩეულია რელიგიების, ეთნიკური ჯგუფების სიმრავლით. ჟურნალისტი აღწერს თბილისის ძველ უბნებს, არქიტექტურასა და ქალაქის ღამის ცხოვრებას. სტატიის ბოლოს კი მკითხველს ურჩევს: „როდესაც საქართველოში ჩახვალთ თავგადასავლებს ელოდეთ, არ იჩქაროთ, აქ მოხვდებით ფესტივალებზე, დააგემოვნებთ ქართულ კერძებს. იყავით მზად, რომ შეიძლება ადგილობრივებმა სიმღერა გასწავლონ. როგორი მორცხვიც არ უნდა იყოთ, მაინც იცეკვეთ, თუ უკან მოიხედავთ, დაინახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა“, – წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.

National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ 5 სტატია გამოქვეყნდება.

თეგები: გურიაკაღუს ჩანჩქერიმარტვილიმოგზაურობასამეგრელოსაქართველოსვანეთიტურიზმი
გაზიარება160

დაკავშირებული -პოსტები

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
30
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
170
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
45
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
100
მთავარი

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,...

დაწვრილებითDetails

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
67
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? – საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა გზებზე – ბოლო ცნობები სხვადასხვა ლოკაციებიდან

იანვარი 19, 2026
26
მთავარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. „სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა...

დაწვრილებითDetails

აიათოლა ალი ხამენეი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
27
მთავარი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო საპროტესტო აქციების წაქეზებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას დამნაშავედ მიიჩნევს მსხვერპლისთვის, ზიანისა და ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის....

დაწვრილებითDetails

ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
1.7k
მთავარი

გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია პატარა ბიჭი

იანვარი 18, 2026
2.6k
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­მათ­ში. ბრმა ტყვი­ამ მო­ზარ­დი იმ­სხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ძვე­ლით ახალ წელს მოხ­და.   არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგი ხე­ცუ­რი­ანს შემ­თხვე­ვით გა­ვარ­დნი­ლი ტყვია არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა....

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისთან – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
4.6k
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში _ დაღუპულია მამა-შვილი. გურიან ნიუსის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა. როგორც გურია ნიუსს უთხრეს, თვითმხილველის თქმით, რომელიც უკან მოძრაობდა, მანქანა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».