მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ამ ომის მოსაგებად, რადგან თუ თქვენ გაიმარჯვებთ, მთელი მსოფლიო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
მეცოლას თქმით, უკრაინელი ხალხი იბრძვის სწორედ იმ პრინციპებისთვის, რასაც ევროპელები საუკუნეების მანძილზე იცავდენენ.
,,თქვენ, უკიდურესად მამაცი მამაკაცებისა და ქალების ქვეყანას ხელმძღვანელობთ, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან.
მე უკრაინაში ჩამოვედი არა მხოლოდ ჩვენი სოლიდარობის დასადასტურებლად, არა მხოლოდ იმისთვის, რომ მუშაობა გავაგრძელო ჩვენი რეზოლუციების ფორმულირებაზე, რომელშიც ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა არის ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, არამედ ჩამოვედი იმისთვისაც რომ თქვენ იბრძვით ჩვენთვის, ფუნდამენტური პრინციპებისთვის, რომლებსაც ევროპის კონტინენტი საუკუნეების განმავლობაში იცავდა.
მე ასევე მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ამ ომის მოსაგებად, რადგან თუ თქვენ გაიმარჯვებთ, მთელი მსოფლიო გაიმარჯვებს”, – განაცხადა მეცოლამ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მეცოლამ აღნიშნა, რომ სურს, უკრაინელებს ახალი პერსპექტივა მისცეს იმის, რომ ისინი ლამაზ უკრაინაში დაბრუნდებიან.