თუ მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან წამოდგომისას ადამიანს უეცრად თვალებში უბნელდება, ეს შეიძლება რიგ პათოლოგიებზე მიუთითებდეს.
ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს ნერვული სისტემის დაავადებებზე, მაგალითად:
- პარკინსონის დაავადება;
- დემენცია ;
- ავტონომიური დისფუნქცია;
- პერიფერიული ნერვების დაავადება;
გარდა ამისა, თვალებში დაბნელება და თავბრუდახვევა საწოლიდან წამოდგომის შემდეგ შეიძლება იყოს დეჰიდრატაციის ნიშანი სიცხის, ღებინების, არასაკმარისი სითხის მიღების, ძლიერი დიარეის ან გადაჭარბებული ვარჯიშის გამო.
თვალების უეცარი დაბნელება შეიძლება ასევე იყოს გულის დაავადებების თანმხლები, მაგალითად, ძალიან დაბალი გულისცემა, სარქველების დისფუნქცია, გულის იშემია ან გულის უკმარისობა. ასევე, ეს სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს ენდოკრინულ დარღვევებზე: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაზე და შაქრის დაქვეითებაზე.
თუ თავბრუსხვევა და თვალების დაბნელება გახშირდა ან თან ახლავს გაბრუება, უნდა მიმართოთ ექიმს.