ფშაველი – აბანო – ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ8-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.