თუშეთში, ადგილობრივმა საკუთარ სახლში ადამიანის ჩონჩხი იპოვა. ინფორმაციას PRIMETIME.GE ავრცელებს. ცხედრის ნარჩენებს სახლის მფლობელმა სოფელ ომალოში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში მიაგნო.
ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ჭერზე თოკით იყო დაკიდებული, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის.
გარეგნული დათვალიერებით, ექსპერტ-კრიმინალისტები ფიქრობენ, რომ ის წელიწადზე მეტი დროის გარდაცვლილი უნდა იყოს.
ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნის. მკვლელობაა თუ სუიციდის შემთხვევა, ამას გამოძიება დაადგენს.
PRIMETIME.GE