თურქეთში, ტყის ხანძრების ყველა კერა, გარდა ორისა, კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.
ამ დროისთვის კონტროლს ხანძრის ორი კერა არ ექვემდებარება – მილასსა და კოიჯეგიზში.
ბოლო 12 დღის განმავლობაში, ქვეყნის 47 პროვინციაში ხანძრის 234 კერა ჩააქრეს.
თურქეთში, ტყის ხანძრებს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 864, დაზიანებულია თითქმის სამი ათასამდე სახლი.