თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტებიდან 7 ქვეყანაში ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდა, 3 აშშ-დან, 2 შემთხვევა კი მანამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთანაა დაკავშირებული.