LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი” – კობახიძე

დაპოსტა 2025/12/17-ში
41
ნახვა
გაზიარება

თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირი უკან იხევს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება.

„ეს არის იმ საქმიანობის შედეგი, რომელსაც ეწევა დღემდე ევროპული ბიუროკრატია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას. თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მაგრამ გავიხსენოთ, რას ითხოვდნენ, როდესაც ისინი ითხოვდნენ სასამართლოს გადაცემას ოპოზიციისთვის, ცესკოს გადაცემას ოპოზიციისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და მათი ინტერესია, რომ ყველა ინსტიტუტი გავიდეს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გავლენის სფეროდან. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცამ რომელიღაც ინსტიტუტი უნდა აკონტროლოს, ან პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს და ა.შ, აქ საუბარია ჯანსაღ კონსტიტუციურ სისტემაზე. მათ უნდათ, რომ კონკრეტული ინსტიტუტები გავიდეს კონსტიტუციური წესრიგიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო ეროვნული ბანკი.

„ათასი ინსტიტუტი ჩართეს ამაში, მაგრამ პირველ რიგში ეს იყო სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა. გვიკრძალავდნენ პირდაპირ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას. რეალური მიზანი რა იყო – ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტეთ ეროვნული ბანკის საბჭო. მათთან ერთად დაკომპლექტება ნიშნავდა მათი ხალხით დაკომპლექტებას, სხვანაირად კონსენსუსი როგორ უნდა იყოს მიღწეული. რისთვის სჭირდებოდათ ეროვნული ბანკი? დღეს გადავხედოთ ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგებს – ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის 6 მილიარდს პირველად გადააჭარბებს ჩვენი სავალუტო რეზერვები. ლარის კურსი მყარად არის შენარჩუნებული და ა.შ. ეს არის სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ არაფერში არ გვჭირდება საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის გავლენა რაღაც ინსტიტუტებზე. ერთადერთი, რისთვისაც გვჭირდება, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან არ გავიდეს ეროვნული ბანკი, არის ის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები იყოს დაცული – კურსი მყარად შენარჩუნდეს, საბანკო სისტემაში იყოს კონკრეტული წესები დამკვიდრებული, ივსებოდეს სავალუტო რეზერვები, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის და მოქმედი საბჭოს პირობებში. ისინი ითხოვდნენ, რომ ასეთი საბჭო და პრეზიდენტი კი არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად ეროვნულ ბანკს უნდა ჰყოლოდა ქადაგიძისნაირი პრეზიდენტი, რომლის პირობებშიც ლარის კურსს რა დაემართა და რეზერვები სად იყო, ყველას ძალიან კარგად ახსოვს. როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს ასეთ რამეს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, თავი დავანებოთ სასამართლოს, ცესკოს და ა.შ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რას ნიშნავს ცესკოს ჩაბარება ოპოზიციისთვის, რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამ ყველაფერს, ეს ალბათ ყველასთვის სრულიად ცხადია. ეროვნული ბანკის გადაცემაც რომ გინდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის, რადიკალური ოპოზიციისთვის, იქ ხომ ჩანს, რომ შენ არ გამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება, თუმცა ვნახოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ.

პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული დამოკიდებულებები შეიცვლება.

„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ყველაფერი განვითარდა 2024 წლის არჩევნების გარშემო, როდესაც პირდაპირ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და გამოხატა თავისი საარჩევნო პოზიცია, მოუწოდა ამომრჩევლებს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, „ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ. ევროპულმა ბიუროკრატიამ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად წააგო არჩევნები და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. რეალურად, ყველა აღიარებს ხელისუფლებას, ამის დასტურია ის ოფიციალური ღონისძიებები, რომელშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს საქართველოს ხელისუფლება. აღიარებაში კი არ არის საქმე, ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების” ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირი დღითიდღე, წლიდან წლამდე სუსტდება.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების მთავარი ინტერესია, ევროკავშირში შემობრუნდეს ის ტენდენციები, რომელიც დღეს არის, რადგან გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი.

„ევროკავშირი დღითიდღე სუსტდება, წლიდან წლამდე სუსტდება. მე არაერთხელ ვთქვი და რაზეც ვსაუბრობდი, პირდაპირ ჩაიწერა აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში. პირდაპირ თქვეს, ოღონდ იქ ციფრები რატომღაც სხვანაირად იყო მოყვანილი, 14% თქვეს, სინამდვილეში 17,5%-მდე არის ჩამოსული მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი 30%-დან. 2008 წელს იყო 30% და შარშან იყო 17,5% და წელს სავარაუდოდ დამატებით 17%-მდე შემცირდება. ევროკავშირს წლიდან წლამდე უკუსვლა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ყველა მიმართულებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტენდენციები არის ძალიან მძიმე. ომის დამთავრება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი. ევროკავშირის დასუსტება იქნება თუ არა ის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სამართლიანად საუბარს, ეს არ ვიცი. ჩვენთვის მთავარი ინტერესია, ევროკავშირში შემობრუნდეს ის ტენდენციები, რომელიც დღეს არის. უკუსვლა თუ იქნება ასე გაგრძელებული, ეკონომიკური, დემოკრატიული, ადამიანის უფლებების კუთხით და ა.შ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იცვლება მთლიანად მოცემულობა, რადგან ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა ჩვენთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფით ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ვიზალიბერალიზაციაზეც და თქვა, რომ „ვერც შანტაჟის ამ ბოლო ინსტრუმენტით ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში ხელოვნურად რევოლუციას“.

კობახიძე ფიქრობს, რომ ევროკავშირში უფრო მეტად პრაგმატული გადაწყვეტილებისკენ გადაიხრებიან.

„ჩვენს ინტერესებშია, მოსახლეობის ინტერესებშია, რომ გვქონდეს კომფორტი და არ შეექმნას ადამიანს დისკომფორტი ვიზის რიგში დგომით და ა.შ. მაგრამ, იმდენად გაცვითეს შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა. იმედია, იმას მაინც ხვდებიან, რომ ვერც შანტაჟის ამ ბოლო ინსტრუმენტით ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურად რევოლუციას, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მგონია, რომ ისინი არაპრაგმატულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თეორიულად ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღონ, რევოლუციას მაინც ვერ გამოიწვევენ და საბოლოო ჯამში, ის ბოლო ინსტრუმენტიც დაეკარგებათ, რაც აქვთ შემორჩენილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ვფიქრობ, უფრო მეტად პრაგმატული გადაწყვეტილებისკენ გადაიხრება ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატია,”- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 245 შემთხვევა გამოვლინდა

იანვარი 14, 2026
21
მთავარი

2025 წლის მონაცემების მიხედვით იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 245 შემთხვევა გამოვლინდა.  - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც...

დაწვრილებითDetails

თბილისში ქალი მოკლეს

იანვარი 14, 2026
912
Yellow Tape Showing Text Police Line Do Not Cross Restricting a Crime Scene Area At Night. Close Up Aesthetic Shot with Bokeh Effect and Flickering Lights. Criminal on the Loose Strikes Again
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მოკ­ლუ­ლის მე­ზო­ბე­ლია, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ამასთან, არსებული ინფორმაციითვე, მან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცია სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს....

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ” – ირაკლი კობახიძე

იანვარი 14, 2026
6
მთავარი

ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის...

დაწვრილებითDetails

“ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი”- კობახიძე

იანვარი 14, 2026
6
მთავარი

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, როგორი ამინდი იქნება 18 იანვრამდე

იანვარი 14, 2026
868
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. „თბილისში 15-16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით...

დაწვრილებითDetails

დღეს სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა – ლოცვა

იანვარი 14, 2026
17
მთავარი

14 იანვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს! ტროპარი: „შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული; მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული; ალვა სუნნელი,...

დაწვრილებითDetails

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბინას აქირავებთ და მდგმურმა ბინაში ჩაწერა გთხოვათ?

იანვარი 14, 2026
31
მთავარი

უძრავი ქონების მეპატრონეები ხშირად ჩივიან, რომ გაქირავებულ ბინას უკან ვერ იბრუნებენ და სასამართლო დავებზე უწევთ ენერგიისა და დიდი დროის დახარჯვა. ბოლო დროს კი კითხვები უცხოელი მდგმურების მისამართით ჩნდება, ისინი მეპატრონეებს...

დაწვრილებითDetails

როგორია ბინის ქირის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

იანვარი 14, 2026
48
Holding house keys on house shaped keychain in front of a new home
მთავარი

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ქირის ფასები ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია, - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს 2026 წლის განახლებული რეიტინგიდან. უფრო კონკრეტულად, 155 ქვეყანას შორის სომხეთი 73-ე ადგილზეა,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 14, 2026
23
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში. დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების...

დაწვრილებითDetails

“ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე

იანვარი 14, 2026
62
მთავარი

ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს იტყვის, რადგან ეს „მართლმსაჯულების საქმეა“. „ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».