”20 000 აბონენტამდე უკვე ჩართულია. ყველა დაზიანებულ უბანში, რომლებიცაა ავანგარდი, ნიკეა, ქალაქის ცენტრი, ჭავჭავაძის მიმართულებები ჩვენი ჯგუფები შესულები არიან და მოსახლეობას აწოდებენ გაზს. დღეს დასრულდება ყველა სკოლისთვის, ბაღისთვის და სამედიცინო დაწესებულებისთვის გაზის მიწოდება. ყველა სტრატეგიულ ობიექტს, პენიტენციალურ სისტემას, პურის ქარხნებს გაზის მიწოდება აღდგენილი აქვთ. ჩვენ ვცდილობთ რომ დღეს 90% აღვადგინოთ.” – განაცხადს დავით ჯაიანმა
მოსახლეობის უკმაყოფილებას რომ, კომპანია ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა ”სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენელმა ასე უპასუხა:
”კომპანია მზად რომ არ ყოფილიყო ზამთრის სეზონისთვის ჩვენ 20-25 ათასი აბონენტის ჩართვას ვერ შევძლებდით. ეს არის ავარია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ვინმეს მოუვიდეს. ავარია რომ მოხდა კომპანიამ ნახევარ საათში აღადგინა. გაზი არ არის წყალი რომ მოუშვა და წამოვიდეს, მან შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენოს და ფეთქებადია. ყველა აბონენტთან გაზის შეშვებას აქვს თავის წესები, ეს არის უსაფრთხოების წესი, რითაც ჩვენ ვიცავთ მოსახლეობას რაიმე ფატალური შედეგისგან.” – განაცხადა ”მეგა ტვ”-თან საუბრისას ”სოკარ ჯორჯია გაზის” იმერეთის რეგიონულური ოფისის დირექტორმა დავით ჯაიანმა.