ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მასზე “ქართული ოცნების” ორმა დეპუტატმა იძალადა – ჯერ ლევან მგალობლიშვილმა, შემდეგ კი, როცა ბოკუჩავა კახა კუჭავასთან მიდიოდა, შალვა პაპუაშვილმა გამოიყვანა ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან.
“2 ლაჩარი, დეპუტატად წოდებული – ლევან მგალობლიშვილი – მუშტი-კრივით ქალების წინააღმდეგ გამოირჩევა, პირველმა მან აღმართა ხელი ჩემს წინააღმდეგ და შემდეგ მას შეუერთდა ბატონი შალვა პაპუაშვილი”,- თქვა თინა ბოკუჩავამ.