საქართველოში საწვავის ფასი რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე 3 ლარს გადასცდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებას დიდი ხანია პროგნოზირებდნენ და როგორც ჩანს არც თუ უმიზეზოდ . საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 70-80 თეთრით გაძვირდა. აღნიშნული კი მოქალაქეთა ჯიბეს სხვადასხვა კუთხით ურტყავს როგორც წესი, საწვავზე ფასის ზრდა ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება. ქუთაისში ფასის დაწევის მოთხოვნით რამდენჯერმე გაიმართა აქცია, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ. აქციის მონაწილეები საწვავზე აქციზის გადასახადის დაწევას ითხოვდნენ.
არ მაინტერესებს ისტორია, არ მაინტერესებს არქიტექტურა – რა თქვა ქალაქის მერმა “ოქროს ჩარდახზე”
მერის გულწრფელობას გამოვარჩევდი. "არ მაინტერესებს ისტორია, არ მაინტერესებს არქიტექტურა..." - ასე დაიწყო მან შეხვედრის შეჯამება - წერს სოციალურ ქსელში "ოქროს ჩარდახის" საინიციატივო ჯგუფის წევრი ფოკი ფაჩულია და საფრთხის ქვეშ მყოფი...