ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის მეუღლემ და ბავშვების მამამ თვითმკვლელობა სცადა.
“წუხელ ეს ყველაფერი, რომ მოხდა გონზე არ იყო, თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ შეუშალა ხელი და ბიძაშვილთან, სოფელ წითელხევში წაიყვანა, ახლაც შოკურ მდომარეობაშია, საუბარი არ შეუძლია”, – ამბობს ოჯახის ახლობელი გურამ გორგოძე.
ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე 3 თებერვალს გვიან, ღამით მომხდარ ტრაგედიას ორსული დედა, 4 მცირე წლოვანი ბავშვი და ოჯახის ახლობელი ემსხვერპლა, გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე გარდაცვლილი ბავშვების ბებიაა.
სახლი სადაც ტრაგედია მოხდა 8 ადამიანი ცხოვრობდა, გარდაცვლილი ქალის მეუღლე და დედა ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ, ამჟამად ისინი ნათესავთან, სოფელ წითელხევში არიან.
kutaisipost.ge